05 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტოკიოში ჩავიდა, საიდანაც ფხენიანში გაემგზავრება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მორიგი მოლაპარაკებისთვის ემზადება. ფხენიანში მაიკ პომპეო იაპონიიდან გაემგზავრება, სადაც რამდენიმე საათის წინ ჩავიდა.

ტოკიოში სახელმწიფო მდივანი იაპონიის პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნების მიწვევა მაიკ პომპეომ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელისგან გასულ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გამართული შეხვედრის დროს მიიღო.

დღის ამბები