ათი წელი ჟენევის დისკუსიების ფორმატის არსებობიდან - 10 წელია ქართული მხარე მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ფორმატის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან დისკუსიები არის შესაძლებლობა, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე და ამის შესახებ ინფორმაციას აწვდიან საერთაშორისო თანამეგობრობას.
„მთავარი თემა არის თემა, რომელიც ადამიანებს ეხებათ, რომელიც გაიტაცეს და არ მთავრდება ასეთი აგრესიული დამოკიდებულება ოკუპაციის ისედაც მძიმე თემას ზემოდან ემატება“ - აცხადებს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
ოპოზიცია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ბუნებრივია, ამ ფორმატის გაძლიერებაა საჭირო და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებით უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ ილაპარაკოს ჩვენთან“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე.