05 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
ძლიერი აფეთქება უკრაინაში - ჩერნიგოვსკის რეგიონში თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა

ძლიერი აფეთქება უკრაინაში. ჩერნიგოვსკის რეგიონში, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სამხედრო საწყობში, სადაც საბრძოლო მასალები ინახებოდა, აფეთქება მოხდა. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

ქვეყნის თავდაცის სამინისტროს ინფორმაციით, საწყობის მახლობლად მდებარე დასახლებებიდან ევაკუირებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. აფეთქებით გამოწვეული ზარალის ოდენობა დადგენილი არ არის. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები