05 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
კიბერთავდასხმები რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით უნდა შეწყდეს - ჰოლანდიის გზავნილი რუსეთს

ნიდერლანდების მკაფიო სიგნალი რუსეთს -კიბერთავდასხმები რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით უნდა შეწყდეს.

ამის შესახებ რუსეთში ჰოლანდიის ელჩმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული მორიგ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბოლო 4 დღის განმავლობაში ნიდერლანდების ელჩი, საგარეო უწყებაში მეორედ დაიბარეს. რუსმა დიპლომატებმა რენე ჯონს-ბოსს საპასუხო ნოტა გადასცეს.

დოკუმენტის მიხედვით, ჰოლანდიაში ჰაკერული თავდასხმის მომზადებაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების დაკავება და ქვეყნიდან გაძევება, პროვოკაცია და რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტულ კამპანიის ნაწილია.

დღის ამბები