05 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
"მე ვხედავ" - პარიზში ფილმის რეჟისორი აკაკი ფოფხაძე დაჯილდოვდა

"მე ვხედავ" - ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის პრეზენტაცია პარიზში კოინოთეატრ გრანდ ექშენში გაიმართა. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ქართველი ხელოვანი აკაკი ფოფხაძეა.

ფილმმა ლოს ანჯელესის კინოფესტივალის პრიზი უკვე აიღო. მაღალი ჯილდო აკაკი ფოფხაძეს საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის გადაეცა.

პარიზულ ჩვენებას კინოს სპეციალისტები, მსახიობები, მედიის საშუალებების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, რეჟისორმა და მთელმა გადამღებმა ჯგუფმა მაყურებელთა კითხვებს უპასუხეს.

დღის ამბები