05 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
ინტერპოლის ყოფილი ხელმძღვანელის ოჯახი ჩინეთის ხელისუფლებისაგან ახსნა განმარტებას ითხოვს

ინტერპოლის ყოფილი ხელმძღვანელის ოჯახის წევრები ჩინეთის ხელისუფლებისგან ახსნა განმარტებებს ითხოვენ.

მენ ჰუნ-ვეის ცოლმა ამ დრომდე არ იცის ცოცხალია თუ არა მისი მეუღლე. იგი ორი კვირის წინ გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჰუნ-ვეიმ თანამდებობა დატოვა და ლიონიდან ჩინეთში მიემგზავრებოდა, თუმცა სახლში არ დაბრუნებულა.

ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მენ ჰუნვეი აეროპორტში კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

გრეის მენი, ინტერპოლის ყოფილი ხელმძღვანელის მეუღლე, აცხადებს, რომ ამ განცხადების შემდეგ პეკინი ოჯახის წევრებს ინფორმაციას არ აწვდის და ეჭვობს, რომ მათი შემდგომი სამიზნე თავადაც გახდება.

დღის ამბები