05 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
ბრექსიტის მძიმე მოლაპარაკების შემდეგ, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ბელგიისა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრებთან ერთად ბარში გადაინაცვლეს

ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ბელგიისა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრებთან ერთად ისტორიულ უბანში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და იქ რამდენიმე საათი გაატარეს.

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსიტის გეგმაზე საბოლოოდ ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ტერეზა მეიმ ბრიუსელს გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება სთხოვა და ევროპელი კოლეგებისგან თანხმობა მიიღო.

მთავარ პრობლემად კი ისევ ირლანდიის საკითხი რჩება.

ბრექსიტის შემთხვევაში ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვარი უნდა მოეწყოს, რაც ლონდონისათვის მიუღებელია.

მენეჯერი აცხადებს, რომ ევროპელმა ლიდერებმა ლუდი და კარტოფილი ფრი მიირთვეს.

დღის ამბები