05 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, ტურნეს ფარგლებში მენტალური პრობლემების მქონე საზოგადოების მხარდამჭერთა ჯგუფს შეუერთდნენ 

ავსტრალიური ტურნეს ფარგლებში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მენტალური პრობლემების მქონე საზოგადოების მხარდამჭერთა ჯგუფს შეუერთდნენ.

სამეფო წყვილი, მელბურნის ცნობილ სანაპიროს, "ბონდი ბიჩს" ესტუმრნენ, სადაც სერფერების ყოველკვირეული შეკრება იმართებოდა.

სასექსის ჰერცოგები ასევე დაესწრნენ ჯგუფურ თერაპიას და ორგანიზაციის ლიდერებისაგან არსებული პრობლემები მოისმინეს.

მოგვიანებით სამეფო წყვილი ომის ვეტერანთა სპორტული თამაშების მონაწილეებსაც შეხვდა.

პრინცი ჰარის მიერ დაარსებული შეჯიბრება სიდნეიში ხვალ გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება. 

დღის ამბები