05 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
თეთრ სახლში ჰელოუინის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წვეულება გაიმართა

თეთრ სახლში ჰელოუინის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წვეულება გაიმართა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადმინისტრაციის ბაღში სამხედროების ოჯახების შვილებს უმასპინძლეს.

დონალდ და მელანია ტრამპებმა სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილ პატარებს ტკბილეული დაურიგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

წვეულებასთან დაკავშირებით საგანგებოდ იყო მორთული თეთრი სახლის ეზოც.

დღის ამბები