საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს reportblogs.com-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, “ჯაველინები” რუსეთს არ გადასცეს. ლევან იზორიას უწყებაში ამას სიცრუეს უწოდებენ, დამატებითი განმარტება კი დღეს ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთდება. განმარტებები გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც.
"პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხდება ასეთი სახის დეზინფორმაციის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. ძალიან საეჭვოა ისიც რომ დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. არჩევნების შემდგომ პერიოდს. ასეთი საკითხებით მანიპულირება კატეგორიულად მიუღებელია,"-აცხადებს ზალკალიანი.
ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც.