ოპოზიცია უწყებათაშორისი კომისიისგან ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ირგვლივ დაწყებული გამოძიების მონიტორინგს ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომა წინასაარჩევნო პერიოდში პროტესტის ნიშნად დატოვეს, ისინი კომისიას დეტალურ ინფორმაციას გაუგზავნიან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და საკითხის შესწავლას მოითხოვენ.
„ეს ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ არის პირდაპირი შედეგი იმ ძალადობრივი რიტორიკისა, რასაც ვისმენთ ივანიშვილის მხრიდან კობახიძის მხრიდან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც პატივს ვცემთ ინსტიტუტებს, გვინდა ყველანაირი წესისა და კანონის დაცვით მივიდეთ მეორე ტურამდე და ასეც გავაკეთებ. ფორმალობის სახით გავუგზავნით უწყებათაშორისი კომისიას ინფორმაციას იმ საზარელი თავდასხმის შესახებ, რაც მოხდა ახალქალაქში,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.
რა ეტაპზეა გამოძიება, ამის შესახებ სხდომაზე შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაუსვამენ.