19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"ქართული ოცნება" საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - საკრებულოს წევრების შეხვედრა კახი კალაძესთან გვიან ღამით დასრულდა

"ართული ოცნება" საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.  "ქართული ოცნების" ოფისში გვიან ღამით დასრულდა კახი კალაძის შეხვედრა საკრებულოს წევრებთან და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან .

მანამდე კი კახი კალაძემ რამდენიმე შეხვედრა თბილისის რეგიონული ორგანიზაციის წევრებთან გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა  მეორე ტურისთვის არჩეულ სტრატეგიას ეხებოდა.

„ჩვენ მთელი რესურსით მაქსიმალურად ჩავერთვებით კამოპანიასი, რომ მივიტანოთ მოსახლეობამდე სათქმელი,-ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის” წევრი ილია წულაია.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებისდ ფორმატს გასცდა და არის ბრძოლა ნაცუონალურ მოძროაბასა და

„ეს არის ახალი ტალღა სრულიად, ეს არის ბღოლა ევროპულ მომავალსა და რუსულ მომავალს შორის, ეხედავთ ამ განწყობას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“-ამბობს ჟორჟოლიანი.

„ქართული ოცნებას“ საგანგებო რეჯიმზე გადავიდა. მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არცევნების მეორე ტურისთვის ორი შტაბი შექმნა. ქვეყნის მასთაბით შექმნილ შთაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმზღვანელებს, თბილისის შტაბს კი კახი კალაძე.

გარდა ამისა, როგორც დეპუტატები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კონკრეტული დავალება გასცა. ყველა დეპუტატი ვალდებულია ქუჩა-ქუჩა იაროს და ხალხს მოუსმინოს. სწორედ ყოფილი პრემიერი უხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას.

დღის ამბები