19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ჩასწორებული საარჩევნო ოქმები და სალომე ზურაბიშვილისთვის მიწერილი ხმები - "ენმ" და "საია" ვაკის მე-13 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ

გადაკეთებული საარჩევნო ოქმები და სალომე ზურაბიშვილისთვის მიწერილი ხმები. ოპოზიცია არჩევნების გაყალბების კიდევ ერთი მცდელობაზე საუბრობს და ცესკოს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება ვაკის მე-13 უბანზე დაწერილ შემაჯამებელ ოქმს, სადაც საარჩევნო ბიულეტინში უზუსტობებია და რიცხვები ხელოვნურად არის შესწორებული.

მათი თქმით, ფაქტზე შესწორების ოქმი კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ მეორე დღეს დაწერა.

„კონკრეტული ციფრები ხელით არის ჩასწორებული და რეალურად ვერ იძლევა საშუალებას მოხდეს იმის იდენტიფიცირება რამდენმა კანდიდატმა რამდენი ხმა აიღო"- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი კოტე იოსელიანი.

“ნაციონალური მოძრაობა” და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვდნენ, თუმცა ცესკომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობით შემოიფარგლა.

„საუბარი იყო შესწორების ოქმზე რომლის უფლებაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიას. ბათილობის საფუძვლები არ იყო, რადგან კომისიის 11 წევრი თანხმდებოდა იმაზე,რომ არცერთ სუბიექტს არცერთი ხმა არ დაკარგვით“-ამბობს ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილი.

დღის ამბები