საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ალექსანდრე ხვთისიაშვილი და მიხეილ ნინუა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა.
ხვთისიაშვილმა და ნინუამ მინისტრის მოადგილეების პოსტზე გიორგი შარვაშიძე და ზვიად გონაძე შეცვალეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შარვაშიძე ელჩად დაინიშნა, ხოლო გონაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მიხეილ ნინუას კი ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადსხვა თანამდებობები ეკავა.