19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები და "ოცნების" გამარჯვების სტრატეგია - შეხვედრას პარტიის ოფისში ივანიშვილი და ზურაბიშვილიც ესწრებიან 

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი დილიდან შეიკრიბა.

მმართველი პარტიის ლიდერები რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვადასხვა რეგიონის საკრებულოების დეპუტატებს ხვდებიან.

განხილვის მთავარი თემა კვლავ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და მმართველი პარტიის სტრატეგიაა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. 

პარტიის ოფისი ცოტა ხნის წინ დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

“ამ ეტაპზე ამოცანა არის, რომ შტაბების მუშაობის ეფექტურობა გაიზარდოს, საჭიროა იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელიც არჩევნებზე არ მოსულა პირველ ტურში გარკვეული მიზეზების გამო, შესაბამისად ეს შტაბების ფუნქციაა, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველთან იმუშაოს და რეგიონალურ დონეზე შტაბებმა ამ თვალსაზრისით მუშაობა უნდა გაზარდონ,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძე, არჩევნებში მიღებული შედეგების ერთ-ერთ მიზეზად, ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას ასახელებს. 

„ხალხს ჰქონდა სწრაფი მოლოდინი იმ სიკეთეების, რომლითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ და ზოგიერთ შემთხვევაში ეს სწრაფად არ აისახა იმ კეთილდღეობაზე, რასაც მაცივრის გამოღებასთან და სხვა დანარჩენთან არის დაკავშირებული, ამიტომ კომუნიკაცია გვექნება პრაქტიკულად ყველა ჩვენს მოსახლესთან , ყველა მაცხოვრებელთან და ვფიქრობ, რომ საზოგადოება უკვე მოდიან ჩვენთან ხალხი, რომელიც ძალიან გაბრაზებულია ყოფილ ხელისუფლებაზე და ვფიქრობ, რომ მათი დიდი ნაწილი მათ მოსვლას ხელისუფლებაში არ ისურვებს,“ - პაატა მხეიძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის მოადგილე

ამავე თემაზე
დღის ამბები