19 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ - „რესპუბლიკური პარტია“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს

„რესპუბლიკური პარტია“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი გუნდის წინააღმდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან კონსულტაციებს მართავს.

შეხვედრაზე „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერები სრული შემადგენლობით იმყოფებიან.  შეხვედრაზე მეორე ტურის სამზადისსა და სამოქმედო გეგმას განიხილავენ. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიცია მზადაა ფართო კონსულტაციები გამართოს ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან.

„მე ვფიქრობ,  ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალია რესპუბლიკურ პარტიაში,ძალიან ბევრი დამუშავებული რეფორმაა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად გავივლით და  საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდებით საერთო სამოქმედო სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საქართველოს სჭირდება“-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციამ გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გაერთიანებულ ოპოზიციას მეორე ტურში მხარდაჭერა პირველმა „ევროპულმა საქართველომ“ გამოუცხადა, იმავე დღეს მათ რესპუბლიკური პარტია შეუერთდა.

დღის ამბები