19 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"რესპუბლიკური პარტია" და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი უნდა იყოს გამოყენებული სისტემის დემონტაჟისთვის - ვაშაძე

„რესპუბლიკური" პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიცური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწვეტილებას დადებითად აფასებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტია „ძალა ერთობაშია"-სთან ერთად გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

„რესპუბლიკური პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული იმ სისტემის დემონტაჟისთვის, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ, ბადებს ერთპიროვნულ ან ერთპარტიულ მმართველობას, ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე საერთო მიზნებსა და ხედვებზე იმსჯელეს.

„ჩვენ ისეთი საკითხები განვიხილეთ, სადაც თანხვედრა გვაქვს და არავითარი განსხვავებები არ გვაქვს - ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ეს არის ატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის სასამართლოს გადაუდებელი რეფორმა და ეს არის შეწყალება და ამნისტია იმ ადამიანების, რომლებიც ციხეში ახლა იმყოფებიან ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე,“ - ამბობს ვაშაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები