პენსიის ინდექსაციის ფორმულა, რომელიც პენსიონერებისთვის შემოსავლის ზრდას გულისხმობს - „ევროპული საქართველო“ მთავრობის ინიციატივის დეტალურ განმარტებას მოითხოვს. საკითხს პარტია დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დააყენებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება ცრუობს და კანონის მიღების შემთხვევაში პენსია მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზრდება, მოქალაქეები კი მოტყუებულები დარჩებიან.
„ჩვენ მოვითხოვთ რომ პენსიის ინდექსაციის ფორმულა, საზოგადოებას გაუმხილონ მეორე ტურამდე, რადგან არ შეიყვანონ ამომრჩეველი შეცდომაში. ჩვენ როგორც ვხდებით ეს ფორმულა გულისხმობს იმას, რომ თუ ეს დაკანონდა, პენსია მომდევნო წლების განმავლობაში გაიზრდება მინიმალურად,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის საკითხზე აპირებს მსჯელობას საპარლამენტო უმრავლესობა.