19 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
„არის ოლიმპო, და ამ ოლიმპოზე ზევსის ნაცვლად ზის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არის ჰადესი, სადაც ზის ფარცხალაძე" - ლევან ბერძენიშვილი

"თვალში ნაცრის შეყრის მორიგი კამპანია" - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილი მეორე ტურისთვის “ქართული ოცნების”  განახლებულ წინასაარჩევნო კამპანიას.

გადაცემა "კვირის აქცენტებში”  ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის დამარცხების მოლოდინი აქვთ და ამბობენ, რომ ეს "ქართული ოცნების" საბოლოო მარცხი იქნება.

„ახლა, რაღაც მორიგი თვალში ნაცრის შეყრა აქვთ, რომ პრობლემები ახლა გვითხარით და მოვაგვარებთ... ჩახუტება, მოფერება... ხალხი ბრძენია და არავინ დაუშვებს აქ სამოქალაქო ომს. არანაირი დაპირისპირება არ იქნება. „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს წააგებს“-ამბობს „ევროპული საქარველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილისა და ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე საუბრობენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, ხელისუფლება გააკონტროლოს, რათა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს.

„არის ოლიმპო, და ამ ოლიმპოზე ზევსის ნაცვლად ზის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არის ჰადესი, სადაც ზის ფარცხალაძე. ევროპის საბჭოში მაქვს ნათქვამი,. ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს არასოდეს აპატიებს შვიდ ნოემბერს. წლები გავიდა და ამ არჩევნებით ქართველმა ხალხმა მიხელ სააკაშვილს მხოლოდ 7 ნოემბერი კი არა ბევრი რამ აპატია. იმიტომ რომ მომავლისკენ გაიხედა.

ვერ წარმომიდგენია (მოფერების კამპანია), იმიტომ რომ ისინი ეუბნებიან ასე: მოდი შენ აქ, შენ მე ხმა მომეცი? ეუბნები - კი, მაშინ მოგეფერები,“-ამბობს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.

დღის ამბები