დაპირისპირება ახალქალაქში - “გაერთიანებული ოპოზიციის” შტაბის წევრებზე თავდასხმაში ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები ამბობენ, რომ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე სასჯელი არადაეკვატურია, რადგან ეს წინასწარ, ჯგუფურად ორგანიზებული დანაშაული იყო.
ოპოზიციის განცხადებით, სასამართლომ მთავრობის დაკვეთა შეასრულა და დამნაშავეები რეალურად არ დასაჯა. ეს კი ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ ოპონენტებზე თავდასხმის წახალისებას.
„3000 ლარიანი გირაო ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, თან ძალიან სასტიკად , მათ შორის იარაღისა და ხელკეტების ტარებით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.
უბრალოდ შეხედონ დაზარალებულებს შეხედონ რა მდგომარეობაში არია . მერე მიეღოთ გადაწყვეტილება. თუმცა არც გვქონდა სხვა მოლოდინი, როცა საქმე გვაქვს ივანიშვილის სასამართლოსთან“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.