19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" შესაძლოა გენერალური და აღმასრულებელი მდივნები შეიცვალოს

არჩევნების მეორე ტურის წინ უკვე ცნობილია, რომ მმართველ გუნდში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება.

ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საკუთარ მიმართვაში  „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ დაადასტურა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, იქნება ძირეული ცვლილებები.

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები პარტიის გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს შეეხება, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე პარტიის პოლიტსაბჭოში დარჩებიან, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ახალი აღმასრულებელი და გენერალური მდივნები ეყოლება.

ინფორმაციას საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ არ ადასტურებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. მისი თქმით, გადაწყვეტილებებს პარტიის თავმჯდომარე მიიღებს.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი ბიძინა არ გულისხმობდა ცალკეულ გვარებს, არც ბატონ ღარიბაშვილს და არც ბატონ კვირიკაშვილს, მაგრამ რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ მათაც გულისხმობდა.

ეს არის მოწოდება ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც რიგით დონეზე, ნებისმიერ პოზიციაზე თუ ყოველგვარი სამსახურის გარეშეც,იღებდა მონაწილეობას და თავის წვლილი ჰქონდა შეტანილი თუნდაც თავის ხმით, იმ რეჟიმის წინააღმდეგ რომლისთვისაც გავერთიანდით 2012 წელს,“-ამბობს ცქიტიშვილი.

საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების სავარაუდოდ, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს ბრიფინგს გამართავს.  

დღის ამბები