19 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს - ოფიციალური თბილისი ატოცში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას აფასებს

"მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას" - ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით ავრცელებს. უწყება უკანონო ქმედების მიზნად, ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას ასახელებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მიეცეს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს. 

დღის ამბები