2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წელი გავიდა. თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე 11 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ სწორედ 7 ნოემბერი გახდა წინა ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიზანია არასოდეს დაუშვას ავტორიკრატული რეჟიმის მმართველობა და საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა.
"7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და პირველ რიგში ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებულები ჩვენ ყველანი, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასოდეს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა.
"არასოდეს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ საზოგადოება დავყოთ პრივილეგირებულ ჯგუფად, იმისიანებად და ამისიანებად. ეს არის ძალიან მძიმე და ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, თუ ამ მიდგომამ და დამოკიდებულებამ რა მოგვიტანა ქვეყანაში,"-ამბობს კალაძე.