7 ნოემბერი არის სადიზმის გამოხატულება - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი 11 წლის წინანდელ მოვლენებს.
ვოლსკი ამბობს, რომ მათ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები მძიმე მემკვიდრეობად მიჰყვება.
„7 ნოემბერი არის სადიზმის ერთ-ერთი გამოხატულება და საზოგადოებისადმი დამოკიდებულების, რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი სეგმენტი და ერთი ეპიზოდია ჩვენი განვლილი ცხოვრების.
ეს არის სიმბოლო ისევე, როგორც ის ყავარჯნებიანი კაცი იქცა 7 ნოემბრის სიმბოლოდ, თორემ ამის მიღმა უამრავია, რაც არის ჩადენილი და გაკეთებული. უამრავი ხალხია გაუბედურებული, რომელთა მძიმე მდგომარეობა დღემდე მემკვიდრეობად მოგვყვება,“-ამბობს ვოლსკი.