ბევრი 7 ნოემბრის „გამპრავებელი“ დღეს „ქართულ ოცნებაშია“ - ამ განცხადებას პუბლიცისტი, თაკო ჩარკვიანი აკეთებს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არცერთხელ არ უსაუბრია 7 ნოემბერზე. ჩარკვიანი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციით ივანიშვილი აფინანსებდა ძალოვან უწყებას.
„მე არ მახსენდება ბატონი ივანიშვილი, 7 ნოემბრის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, არ მახსენდება რომ რაიმე სიტყვა შეგვაწია მაშინ ოპოზიციას. გაგონილი მაქვს, რომ ის აფინანსებდა. ჩემთვის ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რომ მას ხმა არ ამოუღია“-ამბობს თაკო ჩარკვიანი.