19 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
"ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, აპირებს არჩევნების დანიშვნას უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს და ახალ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი ცესკო-ზე ზეწოლას ახდენს და საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნას არა დასვენების დღეს, არამედ შუა კვირაში გეგმავს. სააკაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი ყველა ხერხს მიმართავს, რათა ვაშაძის ამომრჩევლებს ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს.

"ჩემი ინფორმაციით ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, რომელიც არც დამოუკიდებელი არაა და მე მგონი არჩევნებსაც არ უნდა გააკარო, აპირებს არჩევნების დანიშვნას, უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს, ან 27-ში ან 28-ში სამშაბათს ან ოთხშაბათს. რატომ აკეთებს ამას, სასოწარკვეთილი ივანიშვილი, რომელიც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს თბილისში და სხვა ქალაქებში და ისინი კვირაობით მიდიან ტრანსპორტით სახლში რათა მისცენ ხმა, ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში რომელიც მასობრივად არიან მხარდამჭერი ვაშაძის, დადის კვირაობით იმიტომ რომ ჩვეულებრივ დღეებში ეს ხალხი მუშაობს იმიტომ რომ არჩენენ ოჯახებს. ივანიშვილი მათ უკეტავს არჩევნებზე მისვლის გზას. სამაგიეროდ ქართული ოცნების მხარდამჭერებს გაანთავისუფლებენ სამსახურებიდან, დასვავენ ავტობუსებში და წაიყვანენ ხმის მისაცემად. ეს არის იმდენად საზიზღარი მანიპულაცია, იმდენად დაცინვაა ქართველი ხალხის ნების, იმდენად უკანონობაა, არალოგიკურია, რომ პრაქტიკულად ივანიშვილმა გამოაცხადა წინასწარ რომ ყველაფერზე წავა, ვერ უშველის მას ეს ხრიკები. ხალხო მოვემზადოთ იმისთვის რომ სამუშაო დღესაც გამოვიდეთ,"-აცხადებს სააკაშვილი.

დღის ამბები