"გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი" - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ მა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჰელსინკში, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ეს არის პირველი კომუნიკაცია ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერს შორის მას შემდეგ, რაც "ევროპულმა საქართველომ" არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის საუბრის მთავარი თემა სწორედ არჩევნები იყო.
"გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ რეალური ძალა აქვს პარლამენტს. დეოლიგარქიზაცია ქვეყნის ეხლა უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით. შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა იმას უნდ მიანიჭოს, ვისაც ეს ეკუთვნის, ანუ იმ პროპორციით, რა პროპორციი9თაც ხალხი აირჩევს თავის მთავრობას,"-აცხადებს გიგი უგულავა.