19 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
გავრცელებულ ინფრომაციას, რომ არჩევნები შეიძლება 28 ნოემბერ, სამუშაო დღეს ატარდეს, ჯერჯერობით ცესკო-ში არ ადასტურებენ

როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ამ დრომდე უცნობია. გავრცელებულ ინფრომაციას რომ ეს შეიძლება 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს მოხდეს, ჯერჯერობით ცესკო-ში არ ადასტურებენ. თარიღის დასახელებისთვის თამარ ჟვანიას უწყებას ვადა 17 ნოემბრამდე აქვს. საოლქო კომისიებმა კი საჩივრების განხილვა უკვე დაასრულეს. გადაწყვეტს თუ არა ცესკო შუა კვირაში არჩვენების ჩატარებას, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. რა ხდება იმ დროს, თუ მეორე ტური სამუშაო დღეს გაიმართება? კანონით ეს არ არის აკრძალული, თუმცა ამომრჩევლებისთვის, განსაკუთრებით კი უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ამან შესაძლოა, პრობლემები შექმნას. ემიგრანტები უკვე საუბრობენ საკონსულოებში რეგისტრაციის ხარვეზებზე. არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარების შემთხვევაში უმრავლესობა შიშობს, რომ რეგისტრაციას და შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

დღის ამბები