უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტება გაკეთდა.
უწყებაში იმ პრობლემებს გამოეხმაურნენ, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ პირებს არჩევნებთან დაკავშირებით ექმნებათ.
საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ცხელ ხაზზე კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.
„ყველა საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ტელეფონი, რომელიც 24 საათის განმავლობაში პასუხობს სატელეფონო ზარებს. განვათავსეთ სპეციალური კლიპები, სადაც არის ძალიან მარტივად განმარტებული თუ როგორ უნდა დადგნენ ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე. ამით უკვე 3 ათას 400-მა მოქალაქემ ისარგებლა, უპრეცედენტოდ, მაღალი ციფრია. ყველა მოქალაქეს Facebook-ით და სოციალური ქსელის საშუალებით ინდივიდუალურად ვცემთ პასუხებს,“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.