19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები, იმედი მაქვს, მეორე ტურში აღმოიფხვრება" - საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩევნების პირველ ტურში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით მნიშვნელოვანია რომ ეს ხარკვეზები მეორე ტურში აღმოიფხვრას.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთახმება ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში და ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება დაეფიქსირებინათ თავისი არჩევანი. ჩვენ ასევე ვეთანხმებით, საერთაშორისო მისიას იმ განცხადებაში, რომ საარჩევნო პროცესში გარკვეული ხარვეზები იყო რომელიც იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში აღმოიფხვრება. იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ამომრჩეველმა თავისუფალ გარემოში თავისუფალი არჩევანი გააკეთოს,“- აცხადებს რუთი.

დღის ამბები