"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. პარტიის ოფისში კონსულტაციები არ წყდება.
გვიან ღამემდე როსტომ მეფის სასახლეში პარტიის წევრები მიდიოდნენ, სადაც ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ და კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ. ამ ფორმით „ოცნება“ არჩევნების მეორე ტურს და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას გეგმავს.
პარტიის წევრების გარდა, „ოცნების“ ოფისში რამდენიმე დღის წინ სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ, თუმცა რა დავალებები მიიღეს მათ უცნობია. კონსულტაციები დღეს დილიდან ისევ განახლდება.
„შტაბის წევრები არიან მუდმივ კონტაქტში ადგილობრივ შტაბებთან და ჩვენი აქტივისტები ცდილობენ, რომ ყველა ჩვენს ამომრჩეველს მიაწოდონ ის რეალური ინფორმაცია, რაც იცვლება უახლოეს დღეებში, რაც კეთდება უახლოეს დღეებში,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.