საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობაც იყო, მათ შორის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა იუსტიციის მინისტრიც.