19 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ნეიტრალური ადამიანები მეორე ტურზე აპირებენ მოსვლას იმიტომ, რომ იწამეს მათი მარჯვენა და მარცხენა ხელის როლი საარჩევნო პროცედურისას - მურმან დუმბაძე

პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი, მურმან დუმბაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის მცდელობებს არ გამორიცხავს.

სწორედ ამიტომ დუმბაძის განცხადებით, ოპოზიცია ხმებისა და ამომრჩევლის დასაცავად კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს.

მურმან დუმბაძე ხელისუფლებას ამომრჩეველზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„25-30 ათასი ადამიანია ჩართული ოფიციალურად იმისთვის, რომ შიგნით პროცედურა გაკონტროლდეს. ასე, რომ მინიმუმზეა ეს ყველაფერი დასული. კიდევ ერთხელ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიან გარემოში ჩავატაროთ ეს არჩევნები, საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ თავისუფალ გარემოში თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება. ადამიანების ის ნაწილი, რომლებიც იყვნენ ნეიტრალური პირველ ტურში, ეს ადამიანებიც აპირებენ მოსვლას იმიტომ, რომ იწამეს გამარჯვება და იწამეს მათი მარჯვენა და მარცხენა ხელის როლი საარჩევნო პროცედურისას,“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ იმ მექანიზმებზე, რომელიც „ოცნების“ მიერ გაყალბების მცდელობას უნდა დაუპირისპირონ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმების დასაცავად საკუთარი ძალების სრულ მობილიზაციას მოახდენენ.

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები, ასევე ის პარტიები, რომლებმაც მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. 

დღის ამბები