19 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
"ოცნება" განზრახ ამახინჯებს მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს" - გიორგი ვაშაძე სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ფეიკ-ნიუსზე

„უკვე მეორე დღეა, რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო ფეიკ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება,“ - ეს განცხადება ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ, გააკეთა.

გიორგი ვაშაძე ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელსა თუ მედიაში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2009 წელს გაკეთებული განცხადების მცირე მონაკვეთი ტირაჟირებას ეხმაურება.

ვაშაძე ამბობს, რომ ოცნება განზრახ ამახინჯებს მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს.

„საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებას 2009 წელს და ასევე, დროებითი კომისიის თავმჯდომარის, პაატა დავითაიას, განცხადებებს. მე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მთელი განცხადება მიხეილ სააკაშვილის არის, პირიქით, იმაზე, როგორ ცდილობდა ქართული მხარე, თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები, როგორ მუშაობდა დიპლომატიური არხებით, როგორ მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორ მუშაობდა ადგილზე წარმოდგენილ სამშვიდობო ძალების სხვადასხვა ნაწილებთან, როგორ ცდილობდა თავიდან აერიდებინა საქართველოს პირდაპირი საომარი მოქმედებები და კონკრეტული ფაქტებია თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი, რატომ არ იყო სხვა გამოსავალი, გარდა იმ ქმედებისა, რაც საპასუხო კუთხით გააკეთა ქართულმა მხარეს. მაგრამ ახლა, ამ მთელი ვიდეოდან სამი სიტყვაა ამოგლეჯილი, სიტყვაა შუაში გაჭრილი და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს ქართული ოცნება და ამ ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებს საგანგებო რეჟიმში გადასული ტელეკომპანია იმედი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მმართველი პარტიის მიზანს სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გადაფარვა წარმოადგენს.

„უნდათ, რომ საკუთარი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გადამალული ჰყავთ საგულდაგულოდ, რამენაირად გააპრაონ ამ სიტუაციაში. ერთადერთი ადამიანი, რომლის განცხადებები, რომლის გამონათქვამები რუსეთის ფედერაციას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტ ქვეყანას დართული აქვს ჰააგაში სარჩელზე, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არ პრავდება, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის სამშობლოს ღალატი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები