საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრებიან.
საფრანგეთის დედაქალაქი მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, ადგილობრივი და ეროვნული არჩევითი ორგანოების წევრებს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში ტრიუმფალურ თაღთან გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან, სადაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს მშვიდობის ფორუმში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი დაესწრებიან.