19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - შს მინისტრი შეხვედრებს კვლავ სამეგრელოში მართავს 

შინაგან საქმეთა მინისტრის სამეგრელოში ვიზიტი გრძელდება. გიორგი გახარია უკვე მესამე დღეა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გუბერნატორთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განმარტება აბაშა-მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა გააკეთა. ოთარ დანელიას ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი გახარიამ საარჩევნო საკითხებსა და მეორე ტურზე უსაფრთხოების ზომების დაცვაზე ისაუბრა.

„ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა, ესწრებოდნენ, როგორც შტაბის წარმომადგენლები, ასევე გუბერნატორი. რა თქმა უნდა ეხება საკითხი წინასაარჩევნო პროცესებს, მშვიდობიან ვითარებაში არჩევნების ჩატარებას. შინაგან საქმეთა მინისტრი რამდენიმე წუთით იყო, რომელმაც ხაზი გაუსვა უსაფრთხოებისა და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარებას. ძირითადად იყო გუბერნატორთან, მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და ჩემთან, მიმდინარე საკითხების შესახებ მუშა შეხვედრა,“-განაცხადა ოთარ დანელიამ.

დღის ამბები