ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მორიგი სკანდალური და პრორუსული განცხადება - კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, 1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ, თავის პრორუსული რიტორიკით კიდევ უფრო შორსაც მიდის და საქართველოს კონკრეტულ ბრალდებებსაც უყენებს.
მეჩითოვი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ამჯერად აფხაზეთის ომზე საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ საქართველოს რუსეთის სახელმწიფო არ უპირისპირდებოდა.
„აფხაზეთის ომის დროს საბჭოთა კავშირი იყო დაშლილი და რუსეთი კიდევ დაშლილი და გაუბედურებული და იქ ვინ, რას აკეთებდა, რომელი შენაერთი ვის ებრძოდა არავინ იცოდა. ვისაც დაიქირავებდი ის იქნებოდი. დაგვექირავებინა ჩვენ რუსები, ისინი ჩვენს მხარეს იქნებოდნენ.
„იყო, მაგრამ რუსეთის არა სახელმწიფოს სახით, არამედ დაშლილი, დაქუცმაცებული რაღაც სამხედრო ურთიერთობებით, რომელიც უკვე მუშაობდნენ, როგორც ბანდები. ისინი იყვნენ აფხაზების მხარეს,“ - განაცხადა მეჩითოვმა.
კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, იური მეჩითოვის განცხადებით 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მისული მშვიდობიანი მოქალაქეები რუს ოკუპანტებს ნიჩბებით არ მოუკლავთ.
მისი მტკიცებით, ადამიანები იმ ტრაგიკულ ღამეს უბრალოდ ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალნენ.