19 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ანწუხელიძის სამშობლოში მოღალატე მთავარსარდალი არ იქნება - ჯარისკაცები ბიძინა ივანიშვილის რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ

აგვისტოს ომის მონაწილეები და ვეტერანი სამხედროები ბიძინა ივანიშვილის რჩეული კანდიდატის წინააღმდეგ. ათობით სამხედრო უკვე შეურთდა კამპანიას, სადაც ისინი სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდებიან.

"მე როგორც ჩემი სამშობლოს ერთ-ერთი რიგითი დამცველი, ღვთისა და ერის წინაშე პირობას ვდებ, არასდროს შევეგუები ჩემი სამშობლოს ოკუპაციას. არასდროს დავუჭერ მხარს ჩემი სამშობლოს მტრებს, არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს მოღალატე სალომე ზურაბიშვილს!"- წერენ სამხედროები საჯარო სივრცეში.

ჯარისკაცები გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვას უერთდებიან და წერენ, რომ ანწუხელიძის სამშობლოში მოღალატეს მთავარსარდლად არ აირჩევენ.

დღის ამბები