„ქართული ოცნება“ გაერთიანებულ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში ადანაშაულებს.
პარტიის ლიდერებმა , მათ შორის კახა კალაძემ განცხადებები ცენტრალურ ოფისში გააკეთეს.
„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძისა და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში"-განაცხადა თბილისის მერმა.
"ქართული ოცნების" ლიდერების საგანგებო განცხადებები სალომე ზურაბიშვილის განცხადების გაგრძელება იყო, როდესაც კანდიდატმა ქართველი სამხედროები მის წინააღმდეგ მუქარაში დაადანაშაულა.
„ნაციონალური მოძრაობის გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება. ამ სცენარისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ინსტრუმენტს იყენებს. არ მივცემთ მათ არანაირ საშუალებას სიცრუეზე აგებული პროპაგანდით, საკუთარი დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, მუდმივ სტრესში ამყოფონ ჩვენი საზოგადოება,“-განაცხადა კახა კალაძემ.