„ქართული ოცნების“ ლიდერების ბრალდებებს, რომ ოპოზიცია არა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, არამედ ქვეყანაში რევოლუციას გეგმავს, გაერთიანებულ ოპოზიციაში პასუხობენ.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს. უდუმაშვილი“ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უარი თქვას მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთებაზე.
„დროა შეცვალოს ხელისუფლებამ ეს უაზრო ნარატივი, რაღაც აბსურდულ რევოლუციებზე და გადატრიალებებზე. მოსახლეობას აღარ სჯერა ხელისუფლების მიერ გამოგონილი ბუების და გუდიანი კაცების. ვის სურს სამოქალაქო ომი, ვინ საუბრობს ამაზე და ვინ აწყობს აქციებს თბილისის ქუჩებში, ეს კარგად დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ. ძირითადად „ქართული ოცნება“ აქტიურობს აქციებით ოპოზიციის წინააღმდეგ,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
განცხადება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ რევოლუციაზე "ქართული ოცნების" ოფისში გუშინ დღის ბოლოს გაკეთდა.