19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
წინასაარჩევნო აგიტაციაში სასულიერო პირების მონაწილეობა - საპატრიარქოში განსხვავებული პოზიციები აქვთ

სასულიერო პირების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საპატრიარქოში განსხვავებული პოზიციები აქვთ.

მას შემდეგ რაც ამბიონიდან მეუფეების ნაწილმა პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გააკეთა, მეორე ნაწილისთვის ეს მიუღებელია.

მეუფე დანიელი ამბობს, რომ თუ რომელიმე მღვდელმთავარი მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთებას გადაწყვეტს, მაშინ მან უნდა გაახმოვანოს არა პირადი, არამედ ზოგადად საპატრიარქოს პოზიცია.

„არსებობს ეკლესიის აზრი, მთავარი არის, რას იტყვის საპატრიარქო და კერძო აზრი შეიძლება არსებობდეს. სასურველია, რომ ეკლესიის წევრები გამოხატავდნენ საპატრიარქოს პოზიციას,“ - განაცხადა მეუფე დანიელმა.

"კურიერის" ინფორმაციით, მეუფე შიო სენაკში იმყოფება და შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან მართავს შეხვედრებს. თუმცა, რა თემებთან დაკავშირებით მსჯელობენ, ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები