19 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს 

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მმართველ გუნდს, საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. საუბარია საარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე.

საკითხს ხელისუფლების ოპონენტები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებენ და პასუხს მმართველი გუნდისგან მოითხოვენ.

„მთავარი კითხვა იქნება, მერიამ რატომ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები და რატომ მოისყიდეს ამომრჩევლების სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და ასევე რატომ სადამსჯელო ოპერაციები ბაღების გამგეების, მეეზოვეების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ,  ვინც არ დაემორჩილა მათ და იძულებით არ შემოხაზეს სალომე ზურაბიშვილი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ირაკლი ქადაგიძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღევანდელ სხდომაზე იქნება საუბარი, თბილისის მერიის მიერ ახალი ავტომობილების შესყიდვის გადაწყვეტილებაა.

ოპოზიციას აინტერესებს მერიის მიერ ბიუჯეტიდან 4 მილიონის დახარჯვის და 80 ახალი მანქანის ყიდვის რა საჭიროება არსებობდა.

ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრები. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურმა განიცადა რებრენდინგი, რასაც აღჭურვილობის საკითხში ცვლილებები მოჰყვა. ჩანაცვლდა ძველი ავტომობილები ახალი, ჰიბრიდის ტიპის ავტომობილით.

დღის ამბები