საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური რეიტინგები ცნობილი ხდება. კვლევა Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა, პირველი ტურის დროს მოსახლეობამ ვის მისცა ხმა.
ორგანიზაციამ 2 ათასი ამომრჩეველი გამოკითხა. კითხვაზე, ვის მიეცით ხმა 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, მონაცემები ასე გადანაწილდა:
სალომე ზურაბიშვილი - 34%;
გრიგოლ ვაშაძე - 33 %;
დავით ბაქრაძე- 8%;
სხვა კანდიდატს 5%;
არცერთს - 3%;
არ ვპასუხობ - 17%.