Edison Research-მა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობის დამოკიდებულება შეისწავლა და გამოიკითხა მათი აზრი, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა. გავლენიანმა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ კვლევა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.
გამოიკითხა 2 ათასი მოქალაქე. გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა, შედეგები ასე გადანაწილდა:
არასწორი 73%;
სწორი 17%;
არ ვიცი/არ ვპასუხობ 10%.