19 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
საზღვარგარეთ ღამის 12:00-მდე გახსნილი უბნები, არჩევნების თარიღი სამხედროებისთვის და ა.შ. - ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

ხმაურიანი სხდომის შემდეგ, სადაც ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად არჩევნების თარიღად 28 ნოემბერი დასახელდა, ცესკო-ში ბრიფინგი შედგა. მეორე ტურთან დაკავშირებული დეტალები მედიის წარმომადგენლებს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის სპიკერმა მიაწოდა. უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12:00 საათამდე ექნებათ. რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავღანეთში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი არჩევნებში მონაწილეობას 26 ნოემბერს მიიღებენ. 28 ნოემბერი საქართველოში უქმე დღეს არის გამოცხადებული.

დღის ამბები