„საგანგებო მდგომარეობა გვაქვს მართლაც, „ქართული ოცნება“ გადავიდა უკვე აღვირახსნილ სიცრუეზე, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ავრცელებენ,“ - ამ განცხადებით, ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კახა კალაძის ბრალდებებს უპასუხა.
თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შესაძლოა, ქართველი სამხედროები გასამართლდეს.
გიროგი ვაშაძემ თბილისის მერს, იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კიდევ ერთხელ მოსმენისკენ მოუწოდა.
„მათი დღევანდელი განცხადებები სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებით, უკვე აღარანაირ ნორმაში და სტანდარტში არ ჯდება. დღეს, ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ შეიძლება გამოიძიოს საქმეების კონკრეტულ სამხედროების, კონკრეტული პირების წინაშე. ბატონო კახი, მოუსმინეთ თქვენი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, გუშინ წინ, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ კონკრეტული პირების, სამხედროებთან მიმართებაში შეიძლება საქმე აღძრას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან თეა წულუკიანის წერილი გაიხსენა, როდესაც იუსტიციის მინისტრმა ის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში გააგზვანა, სადაც, ვაშაძის თქმით, აღნიშნული იყო, რომ ქართულმა მხარემ შეწყვიტა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
„რას აკეთებთ საერთოდ? ან სახელმწიფო იცით რა არის, ან სახელმწიფო ინტერესი რა არის. ხომ არ შეიძლება, რომ თქვენს პერსონალურ ინტერესებს გადააყოლოთ თავიდან ბოლომდე ქვეყანა და სახელმწიფო,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია.
„ხომ არ შეძლება რომ შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე ყველა ნაბიჯით. ეს ხალხო არის გამოუსწორებელი ის შედეგები, რაც შეიძლება საქართველომ იწვნიოს დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, არ შეიძლება სამხედროებს ხაზი გადაუსვათ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის გათავისუფლებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თეა წულუკიანი სახელმწიფოს წინაშე დანაშაულს სჩადის.
რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.
წულუკიანის მტკიცებით, პროკურორი მიიღებს ინდივიდუალურ პირებზე გადაწყვეტილებას და საქართველოს ხელისუფლება არ იქნება წარმოდგენილი როგორც მხარე.