19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
საკრებულოში თბილისის განვითარების გეგმის განხილვა იწყება

თბილისის გენერალური გეგმა შესწორებული სახით უკვე საკრებულოშია. რამდენიმე დღეში კი დოკუმენტის კომისიებში განხილვა დაიწყება. გეგმა კომპანია "სითი ინსტიტუტმა" მერიასთან და საკრებულოსთან ერთობლივად შეიმუშავა. საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ახალ ვარიანტში გათვალისწინებულია ყველა სადაო საკითხი.

„ტექნიკური ხასიათის ასევე დამაზუსტებელი ცვლილება განიცადა გენერალურმა გეგმამ, სითი ინსტიტუტმა და მერიამ შენიშვნები გაითვალისწინა, ხოლო რა შენიშვნები გაითვალისწინა და მოხდა თუ არა ამ შენიშვნების ასახვა ვნახავთ კომისიის სხდომაზე,“-ამბობს საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი ლევან ჟორჟოლიანი.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ,რ ომ დოკუმენტი არ ასახავს ყველა იმ საჭიროებას, რომელიც დედაქალაქშია.

„ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით მის განხილვაში, მაგრამ იმ გუნდისგან რომელმაც ხმა მისცა რეკრეაციულ ზონებში ბიძინა ივანიშვილი უკანონო მშენებლობებს, თბილისი პანორამას მშენებლობას მისცა ხმა, ჩვენ მოლოდინი გვაქვს რომ ეს გეგმა იქნება არა თბილისელების გენერალური გეგმა არამედ „ქართული ოცნების“ ბიზნესგეგმა“-ამბობს საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანი.

დღის ამბები