ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს თამარ მეფეს კიდევ ერთხელ ადარებს. განცხადება მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. ექსპრემიერის თქმით, ზურაბიშვილის დასახელება შემთხვევითი არ არის და საზოგადოებამ მეტი პატივი უნდა სცეს მას, როგორც ქალბატონს.
"შეირჩა ჩემი აზრით იდეალური კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი... მის ენაზე და აქცენტზე როგორ ბედავენ, და აკეთებენ, პირიქით ქალის ადგილი ყოველთვის იცოდნენ ქართველებმა, ჩვენ ვიცით ქალის პატივისცემა. შემთხვევითი არ იყო თამარ მეფე. არც ქალბატონი სალომეა შემთხვევითი, ეს ძალიან ბუნებრივად განვითარდა, ეს ხომ ჩვენი ფესვებია,"-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა მას "ქართულ ოცნებაში" მედიასთან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების რაოდენობაზე საუბარს უკრძალავენ.