პირველი შეხვედრა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ - პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის წევრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კომისიაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 28 ოქტომბრიდან დღემდე არსებულ საჩივრებთან დაკავშირებით ანგარიში წარმოადგინეს.
საუბარი იყო საარჩევნო სუბიექტების შემოწირულობების, პირველი ტურის ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ. შეხვედრა მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„განვიხილეთ და შევაჯამეთ პირველ ტურამდე შემოწირულობები და ხარჯები საარჩევნო სუბიექტების რომლებიც მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში. ვნახეთ მიმდინარე დინამიკა მეორე ტურის შემდეგ რამდენად არის გაზრდილი შემოწირულობები. ბუნებრივია, ვისაუბრეთ გუშინდელ მთავრობის ინიციატივაზე, თუ ჩვენ განვიხილავთ ამას, პოტენციურად როგორც საარჩევნო შემოწირულობას, სადაო საკითხია და ჩვენ ამის მერე კიდევ უფრო დეტალური შეხვედრა გვექნება ამ თემებზე“-ამბობს „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.