19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"დასახელდეს კონკრეტული ფაქტები" - იუსტიციის მინისტრის მოადგილე ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ ბრალდებებს უარყოფს

ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

მისი განცხადებით, პირადობის მოწმობის დაბეჭდვას სპეციალური პროცედურები სჭირდება და შეუძლებელი ამის გავლის გარეშე, მისი დამზადება შეუძლებელია.

"დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ანალიზი. თუმცა საკმარისად ითქვა ამის გამომრიცხავი ბევრი გარემოება. ვინაიდან, საბეჭდი ცენტრები იმ რეგიონებში, რომელზეც იყო საუბარი, საერთოდ არ არის განთავსებული და განთავსებულია სრულიად სხვა ტერიტორიულ ერთეულებში. არცერთი მიმართულებით არ შეიძლება, რომ არსებობდეს შანსი იმისა, რომ რაიმე რეალური დასაყრდენი ჰქონდეს იმ განცხადებებს და ბრალდებებს, რაც გუშინ გამოითქვა. გამიჭირდება წინასწარ პროგნოზირება, ვინ შეიძლება დაიბარონ, როგორ წარიმართოს პროცედურა, ამაზე პროგნოზების გაკეთება ჩემი მხრიდან არ ივარგებს,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები